საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას არა ბილეთების პრობლემა აწუხებს, არამედ ქართული ფეხბურთის არარსებობა. ასე გამოეხმაურა თემურ ქეცბაია „რეაქციის“ ეთერში სუპერთასის ფინალზე ბილეთების გაყიდვის პრობლემას.
„ქართულ ფეხბურთს ვუყურებ და ვფიქრობ, რომ არანაირი მომავალი არ არქვს. ფეხბურთი ნელ-ნელა ქრება, ის აღარ არის. ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი და არა ის, რომ ვიღაცამ ბილეთი ვერ იყიდა „ბარსელონას“ თამაშზე“, - განაცხადა ქეცბაიამ.