საფრანგეთმა ჯულიან ასანჟს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა.ელისეის სასახლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სიტუაცია, რომელშიც სკანდალური ინტერნეტ-პორტალის, ვიკილიკსის დამფუძნებელი იმყოფება, მის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. გარდა ამისა, ასანჟზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, რის გამოც პარიზს მისი მიღება არ სურს. ამ დროისათვის ძებნილი ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს.