საბერძნეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება. ათენის ქუჩებში ევროკავშირის მოწინააღმდეგეები და მომხრეები გამოდიან. მმართველი გუნდი დემონსტრანტთა იმ ნაწილს უჭერს მხარს, რომელიც საერთაშორისო დონორებისა და ევროკავშირის მოთხოვნების წინააღმდეგ გამოდის, ევროპელი ლიდერები კი ათენს მკაცრ გაფრთხილებას აძლევენ. იმ შემთხვევაში, თუ საბერძნეთი კრედიტორთა მოთხოვნებს არ შეასრულებს, ქვეყანას ფინანსური დახმარების მოლოდინი აღარ უნდა ჰქონდეს. უნდა შეასრულოს თუ არა ხელისუფლებამ საერთაშორისო კრედიტორთა მოთხოვნები, ამას 5 ივლისის რეფერენდუმზე საბერძნეთის მოსახლეობა გადაწყვეტს.