პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ამერიკის კონკრესის დელეგაციას უმასპინძლა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს უსუფაშვილმა განუცხადა, აშშ-ს მხრიდან გაგრძელდება ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აქვს.
მისი თქმით, კონგრესმენები დაინტერესებული არიან იმით, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვან მათ დამოკიდებულებას საქართველოსადმი.
„თანამშრომლობა გაგრძელდება როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე ეკონმიკურ-სავაჭრო ურთიერთობის სფეროში. ჩემთვის სასიხარულო იყო ის, რომ დელეგაციაში კონგრესმენი პრაისია, რომლის საარჩევნო კამპანიაში ოცი წლის წინ მონაწილეობას ვღებულობდი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
ამერიკელი კონგრესმენები დღეს, „თავისუფალ დემოკრატებსაც“ შეხვდნენ, მოგვიანებით კი მათი მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართება.