საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას 1,7 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. გადაწყვეტილება უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული. სოლიდური თანხა ეკონომიკური კრიზისის დაძლევას მოხმარდება. პოლიტიკური კრიზისისა და საომარი მოქმედებების გამო უკრაინის ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რასაც სოციალური პირობების გაუარესება მოჰყვა. ამჟამად უკრაინაში საშუალო ხელფასი 3455 გრივენს (160 დოლარი) შეადგენს.