სომხეთის დედაქალაქში ევროკავშირის სიმბოლიკები გამოჩნდა. ყოფილი საბჭოთა დისიდენტი, პარტია „ეროვნული თვითმმართველობის“ ლიდერი პარუირ აირიკიანი ბაგრამიანის მოედანზე თანაგუნდელებთან ერთად ევროკავშირის დროშებით მივიდა. აქციაზე ერთიანი ევროპის სიმბოლიკის გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მომიტინგეთა ნაწილი ევროკავშირის დროშის გამოჩენას სტვენით შეხვდა.