დემოკრატებს კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავთ. პრეზიდენტობის სურვილი ამჯერად ვირჯინიის ყოფილმა სენატორმა ჯებ უებმა გამოთქვა. „ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელსაც შეეძლება როგორც დემოკრატებთან, ისე რესპუბლიკელებთან თანამშრომლობა,“-აცხადებს 69 წლის პოლიტიკოსი. დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატად ჰილარი კლინტონი მოიაზრება.