უკრაინის მილიცია პოლიციით შეიცვლება. შესაბამის კანონპროექტს უმაღლესმა რადამ მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა. ახალ უწყებაში სამძებრო და საპატრულო პოლიცია, წინასწარი გამოძიების ორგანო, დაცვის პოლიცია, სპეციალური პოლიცია და განსაკუთრებული დანიშნულების პოლიცია გაერთიანდება. უკრაინული კანონმდებლობით, ახალი კანონი ძალაში 3 თვის შემდეგ შევა, თუმცა კიევში საპატრულო პოლიცია კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე, ლვოვში კი 20 აგვისტოდან გამოჩნდება.