ყოფილი მაღალჩინოსნის დავით კეზერავილის დაცვის მხარეს პროკურატურისგნ საქმის მასალები ამ დრომდე არ მიუღია. მათ მხოლოდ ორგვერდიანი ბრალის დადგენილება გადაეცათ. მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პასუხისგებაში მისცა. ადვოკატის მტკიცებით, ყველა ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. დავით კეზერაშვილს საგამოძიებო უწყება მამა- შვილ ნიჟარაძეებისათვის ქონების წართმევაში სდებს ბრალს. ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სარჩელი მუქარის, ზეწოლისა და ქონების წართმევის ბრალდებით თავად ნიჟარაძეებმა შეიტანეს. საქმე კი სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა შეისწავლა და ნიჟარაძეებისათვის მილიონებად შეფასებული ქონების წართმევის გამო კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დავით კეზერაშვილმა საქართველო 2012 წლის არჩევნების შემდეგ დატოვა. ერთ წელიწადში ის საფრანგეთში დააკავეს, თუმცა ფრანგულმა სასამართლომ კეზერაშვილი გაათავისუფლა და ქართულ მხარეს მის ექსტრადიციაზე უარი უთხრა.