პარლამენტში ბიუჯეტზე მსჯელობა გრძელდება. კორექტირებულ ბიუჯეტში სხვადასხვა უწყებების დაფინანსება 159 მილიონი ლარით მცირდება. შემცირება შეეხება საჯარო მოხელეების ხელფასებსაც (ჯამში 27 მილიონი). შემცირებული თანხებიდან საგარეო ვალის მომსახურებას 53 მილიონი მოხმარდება, რაც ძირითადად ვალუტის კურსის ცვლილებას უკავშირდება. მთავრობის სარეზერვო ფონდი 20 მილიონი ლარით, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 85 მილიონი ლარით გაიზრდება. ბიუჯეტის პროექტში ასახულია სხვადასხვა უწყებებში შტატების 120 ერთეულით გაზრდაც. პროექტზე დღეს საფინანსო – საბუჯეტო კომიტეტი იმსჯელებს, მანამდე კი ბიუჯეტის ახლებურად გადანაწილების საკითხის განსახილველად საპარლამენტო უმცირესობაც შეიკრიბება.