2 ივლისს, უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირის მეორე წრის მატჩი გამართა ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა და სენსაციურად დაამარცხა ესპანელი ფელისიანო ლოპესი. დაპირისპირება დაძაბულო გამოდგა და საბოლოოდ ქართველის გამარჯვებით, ანგარიშით -7:5, 3:6, 6:3, 2:6, 6:4 დასრულდა
აღსანიშნავია, რომ ლოპესი მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილზეა, ბასილაშვილი კი მხოლოდ 153-ე. ამ გამარჯვებით ქართველმა 1/16 ფინალში გააღწია და 90 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.
შემდეგ ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე ასევე ესპანელი რობერტო ბაუტუსტა-აგუსტი იქნება, რომელიც რეიტინგში 22-ე ნომერია.
შეგახსსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირის ძირითად ბადეში პირველად თამაშობს. საკვალიფიკაციო ეტაპების გადალახვის შემდეგ, ჩოგბურთელმა პირველ რაუნდში არგენტინელი ფაკუნდო ბაგნისი დაამარცხა.