საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში, თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს მასპინძლობს.
თურქმენეთის დელეგაციაში, თურქმენეთის პრეზიდენტთან ერთად, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, რაშიდ მერედოვი; თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის
მოადგილე, საპარდურპი ტოილიევი; თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, სატლიკ სატლიკოვი; თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, პალვან ტაგანოვი; თურქმენეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გურბანგულ ბაირამოვა; თურქმენეთის პარლამენტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე, აჰმეტ ჩარიევი და თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დოვლეთმურატ მურატოვი არიან წარმოდგენილი.
ქართული მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის გარდა შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები: ზვიად კვაჭანტირაძე, ირაკლი ჩიქოვანი, მიხეილ მაჭავარიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში გიორგი ყარალაშვილი ესწრებიან.