2-3 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით შედგა თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში.
პრეზიდენტის დამინისტრაციის ცნობით, გულღია, ურთიერთგაგებისა და ნდობის ატმოსფეროში შედგა სახელმწიფო მეთაურთა მოლაპარაკებები, რომელთა მსვლელობისას განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი, საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის აქტივიზაციის გზები. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული და საერთაშორისო პრობლემატიკის აქტუალურ საკითხებზე და გამოხატეს მზადყოფნა საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების შემდგომ განვითარებისა და განმტკიცების თაობაზე ორმხრივი ურთიერთქმედების ყველა სფეროში.
პრეზიდენტებმა განიხილეს ადრე მიღწეული შეთანხმებების შესრულების მიმდინარეობა და მაღალი შეფასება მისცეს ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფოთაშორისი კავშირების განვითარების დინამიკას. მხარეებმა დაადასტურეს, რომ უმაღლეს დონეზე მიღწეულმა შეთანხმებებმა შექმნეს მყარი საფუძველი ორმხრივი ურთიერთქმედების ნაყოფიერი განვითარებისათვის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში.
მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი, რომ საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ამჟამინდელი ვიზიტი და თურქმენეთში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი, შარშან, დეკემბერში ადასტურებს სახელმწიფოთა საერთო მისწრაფებას განამტკიცონ ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, რაც პასუხობს ორი მოძმე ხალხის ინტერესებს.
სახელმწიფოთა მეთაურებმა გამოხატეს კმაყოფილება გამართული მოლაპარაკებებით და გამოთქვეს რწმენა, რომ მოლაპარაკებები ახალ იმპულსს შესძენს ორმხრივ ურთიერთობებს, რაც ხელს შეუწყობს მათ თვისებრივად ახალ დონეზე გადასვლას.