საქართველოს პრეზიდენტი თურქმენ კოლეგას ჯერ პირისპირ და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში, სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის გეოპოლიტიკური და ტრანსრეგიონალურიპროექტების , სატრანსპორტო და ენერგო დერეფნების საკითხებს.
გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტვირთებისა და საქონლის ტრანზიტის სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით, მათშორის ენერგომატარებლების ტრანსპორტირებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა თურქმენ კოლეგასთან საუბრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისთვის.
თავის მხრივ, თურქმენეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენი ქვეყანა ასრულებს, როგორც თურქმენეთის მხარის მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ინიცირებული ყველა მნიშვნელოვანი რეზოლუციის თანასპონსორი.