თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის ნეიტრალიტეტის ცნობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე და საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად მიიწვია.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობები არსებობს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, თუმცა კიდევ არსებობს ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი.
,,ვფიქრობ, შესაძლებელია სამომავლოდ კონტაქტების გაღრმავება კულტურისა და ხელოვნების სფეროს მუშაკებს შორის და იმედი მაქვს, ისინი გამოიყენებენ ამ პოტენციალს", - განაცხადა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა.
შეგახსენებთ, რომ თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოს დღესეწვია და მისი ვიზიტი ხვალ, 3 ივლისს დასრულდება.