ფიფას პრეზიდენტი ცილისმწამებლებს სასამართლოში ჩივილით ემუქრება. ვრცელი ინტერვიუ იოზეფ ბლატერმა გერმანულ გამოცემა Bunte-ს მისცა. „ის, ვინც კორუფციაში მადანაშაულებს, ეს ჯერ უნდა დაამტკიცოს. მათ ეს არ შეუძლიათ, რადგანაც არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის. მინდა ვურჩიო მათ, ბრალდებებისგან თავი შეიკავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ცილისწამებისთვის პასუხისგება მოუწევთ,“-აცხადებს ბლატერი.