მწვრთნელთა საბჭო ფეხბურთის გადასარჩენად- ამ სახელწოდებით ბრაზილიაში ახალი გაერთიანება შეიქმნა. საბჭოში რამდენიმე ცნობილი სპეციალისტი გაერთიანდა, რომლებიც ბრაზილიურ ფეხბურთში შექმნილ ვითარებას გააანალიზებენ და კრიზისიდან გამოსვლის გზებს დასახავენ. ბრაზილიური ფეხბურთი „გადასარჩენი“ მას შემდეგ გახდა, რაც გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კატასტროფული შედეგი აჩვენა. ბრაზილიელები ნახევარფინალში გერმანელებთან გამანადგურებელი ანგარიშით 1:7 დამარცხდნენ. გასულ კვირას კი ამერიკის თასის მეოთხედფინალში ბრაზილიელები პენალტების სერიით პარაგვაის ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა.