sportall.ge-ს ინფორმაციით, უეფა-ს სუპერთასის ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება, ბილეთების გაყიდვა მომავალი კვირიდან დაიწყება, სტადიონზე სულ ექვსი სალარო იმუშავებს.
კომპანიის განმარტებით, ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში, დაბეჭდილი სახით, იმის გამო გაიყიდება, რომ "დინამო არენაზე" სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა სალაროში მას შემდეგ გადაწყდა, რაც biletebi.ge-მ ვერ უზრუნველყო ონლაინ-რეჟიმში მათი გაყიდვა.
უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება. "ბარსელონასა" და "სევილიას" დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.