რუსეთში კი არმიის პოპულარობა მატულობს. სოციალური გამოკითხვა რუსეთის ელექტორალური კვლევის ცენტრმა ჩაატარა. კითხვაზე, სურთ თუ არა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა იმსახურონ, დადებითი პასუხი გამოკითხულთა 59-მა პროცენტმა გასცა. რესპოდენტთა 86 პროცენტი კი თვლის, რომ არმიას გარე საფრთხეებისგან ქვეყნის დაცვა შეუძლია.