კიევში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნება. ამის შესახებ უკრაინული ინტერნეტ-პორტალი “ლევი ბერეგი” იტყობინება. ინიციატივა პარტია “უდარის” ლიდერს, ვიტალი კლიჩკოს ეკუთვნის. კიევის მერმა მუზეუმის ასაშენებლად დედაქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთის გამოყოფის განკარგულება უკვე გასცა. ცნობილი ხდება ისიც, რომ დიდი სამამულო ომის მუზეუმს სახელი გადაერქმევა, რაც უმაღლესი რადას მიერ მიღებულ დეკომუნიზაციის კანონს უკავშირდება.