პენტაგონმა რუსეთი რევიზიონისტული ქვეყნების სიაში შეიყვანა. გაერთიანებული შტაბების საბჭომ 2015 წლის სამხედრო სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთი ისლამური სახელმწიფოს, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის გვერდით არის მოხსენიებული. “მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა გარკვეული წვლილი შეიტანა ნარკოტიკებსა და ტერორიზმთან ბრძოლაში, არაერთგზის მოახდინა იმის დემონსტრირებაც, რომ მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს პატივს არ სცემს და საკუთარი მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას იყენებს. ამგვარი ქმედებებით რუსეთი ყველანაირ საერთაშორისო ნორმას არღვევს და რეგიონისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს,”-ნათქვამია დოკუმენტში.