კარს მომდგარმა დეფოლტმა პრობლემები საბერძნეთის ტურისტულ სექტორსაც შეუქმნა. ოფიციალური ათენის განცხადებით, ქვეყანა ყოველდღიურად 50 ათასამდე ტურისტს კარგავს. ტურიზმის რეგულაციების სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრეას ანდრეადისის განცხადებით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ამით შრომის ბაზარიც მნიშვნელოვნად იზარალებს, რადგანაც ტურიზმის საბერძნეთის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ქვეყანაში შექმნილმა ფინანსურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა შიდა ტურიზმიც დააზარალა. ადგილობრივი მოსახლეობა უქმეებს ქალაქგარეთ უკვე იშვიათად ატარებს.