ზურაბ ხარატიშვილი, რომელიც დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს. დაეკისრება თუ არა მას რაიმე ადმინისტრაციული სახდელი ეს ერთ კვირაში სასამართლო სხდომაზე გადაწყდება.
ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად პოლიტიკური გაერთიანება სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის ხელმძღვანელი თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებისთვის მაშინ დააკავეს, როდესაც ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის ღობეზე თბილისის მერის საწინააღმდეგო პლაკატს აკრავდა.