თბილისში უეფა-ს სუპერთასის თამაშს, სავარაუდოდ, ლეო მესი და ხავიერ მასკერანო დააკლდებიან.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, კატალონიური გამოცემების მიხედვით, ბარსელონას არგენტინელი ლეგიონერები 11 აგვისტოსთვის შვებულებას ითხოვენ. ვინ ითამაშებს „დინამო არენაზე“, სავარაუდოდ, ორ კვირაში, „ბარსელონას“ ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ გაირკვევა.