ათენი მზადაა გარკვეული პირობების საფუძველზე საერთაშორისო კრედიტორთა მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა. Financial Times-ის ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერმა დონორებს სპეციალური წერილით მიმართა. ციპრასი თანახმაა ხისტი ეკონომიკური რეფორმები გაატაროს, რისთვისასც 67 წლამდე საპენსიო ასაკის გაზრდა ოქტომბრამდე გადაიდება და დამატებითი ღირებულების გადასახადზე დაბალი პროცენტი შენარჩუნდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდს ათენმა 1,5 მილიარდიანი ტრანში დათქმულ ვადაში ვერ გადაურიცხა, რის გამოც ქვეყანა დეფოლტის პირას მივიდა.