მასშტაბური ტერორისტული აქტი ეგვიპტეში. ასაფეთქებელი მოწყობილობა ქაიროში პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებასთან ამოქმედდა. ტერაქტს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 10-მდე კი დაშავდა. ბოლო 2 დღის განმავლობაში ეს ეგვიპტეში განხორციელებული მეორე ტერორისტული აქტია. გუშინ ქაიროში ეგვიპტის გენერალური პროკურორი მოკლეს.