მექსიკა მის სამყაროს კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის მიზეზი აშს საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მიერ მექსიკელი მიგრანტების შესახებ გაკეთებული უხეში განცხადებები გახდა. მექსიკური მხარის განმარტებით, სილამაზის კონკურსის ორგანიზატორი მილიარდერი ტრამპია, რომლის განცხადებებიც მეხიკოსთვის შეურაცხმყოფელი და მიუღებელია. პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებისას ტრამპმა მექსიკელ მიგრანტებს დამნაშავეები და მოძალადეები უწოდა.