ბარაქ ობამას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების აღნიშვნის უფლება დაცვამ არ მისცა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ვერ წარმოიდგენთ, რა ლამაზი იყო ცისარტყელას ფერებით გაფორმებული თეთრი სახლი, ადამიანები, რომლებიც ამ მოვლენის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. ერთადერთი ცუდი დეტალი ის გახლდათ, რომ ღონისძიებაზე დასწრების უფლება უსაფრთხოების სამსახურმა არ მომცა,“-აღნიშნა ობამამ. ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ გასულ კვირას დაუშვა.