რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ,,თავისუფალი საქართველოს” წევრის ალექსანდრე შალამბერიძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
,,გარდაიცვალა საქართველოს რამდენიმე პარლამენტის მოწვევის წევრი ალექსანდრე შალამბერიძე, რომელსაც ბევრი ჩვენგანი ახლოს და კარგად ვიცნობდით. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი ვცეთ გარდაცვლილი ყოფილი პარლამენტის წევრის ხსოვნას ”, _მიმართა დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფშვილმა.
ალექსანდრე შალამბერიძე ჯანმრთელობის მდომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა.