Biletebi.ge-მ ონლაინ გასაყიდად 4300 ბილეთი გამოიტანა. ამის შესახებ, ვებსაიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
,,UEFA-ს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვიწყებთ გაყიდვებს, სადაც მხოლოდ 4300 ბილეთი გავა ონლაინ, ხოლო დარჩენილი 22000 ბილეთი დაიბეჭდება და გადაეცემა GFF-ს სალაროში გასაყიდად”, _ნათქვამია Biletebi.ge-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ Biletebi.ge-მ UEFA-ს სუპერთასის თამაშზე დასასწრებად მხოლოდ 1 500 ბილეთის გაყიდვა მოახერხა, რადგან მთელი დღის განმავლობაში საიტი შეფერხებით მუშაობდა. საბოლოოდ კი უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სიტყვიერი შეთანხმების შედეგად ბილეთების გაყიდვაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ფედერაციამ აიღო და სუპერთასზე დასასწრები ბილეთები სალაროებში გაიყიდება.