მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა ბრაზილიის ოლიმპიურ თამაშებში კლუბის ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს მონაწილეობის წინააღმდეგია. ამის შესახებ სპორტული გამოცემა Goal იტყობინება. სამეფო კლუბის ხელმძღვანელობის განმარტებით, რონალდუს არყოფნა რეალს მომავალი სეზონისთვის მზადებაში სერიოზულ პრობლებებს შეუქმნის. გარდა ამისა, კლუბის ხელმძღვანელობას არ სურს, რეალის თავდამსხმელმა ოლიმპიურ თამაშებზე ტრავმა მიიღოს. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა რონალდუს პირადად პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას პრეზიდენტმა ფერნანდუ გომეშმა სთხოვა.