ფრანგ სამშვიდობოებს არასრულწლოვნებთან სექსუალურ კავშირში ადანაშაულებენ. ბურკინა-ფასოში გაეროს ეგიდით მყოფი ორი სამხედრო მოსამსახურე საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ სამსახურიდან უკვე დაითხოვა. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიება კიდევ 14 ფრანგი მშვიდობისმყოფელის წინააღმდეგაც მიმდინარეობს.