უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები - კახაბერ ოქრიაშვილი და ენზელ მკოიანი ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს ყოფილი ,,ნაციონალის” ზურაბ ჯაფარიძის გუნდთან ერთად გეგმავენ ჩამოვაყალიბონ ცალკე ფრაქცია და ახალი პოლიტიკური პარტია ეხმიანებიან.
მათი განმარტებით, დამოუკიდებელი მაჟორიტარის სტატუსის შეცვლას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არ ვგეგმავენ.
,,გვინდა განვაცხადოთ, რომ გვაქვს რამდენიმე წინადადება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, აქვე დავძენთ რომ დიდ პატივს ვცემთ ზურაბ ჯაფარიძეს და მის გუნდს და აგრეთვე მათ კომპეტენციას.რამდენიმე თვის წინ, ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავთანხმდით ,,ქართული ოცნების” წინადადებას უმრავლესობაში გაწევრიანების შესახებ, თუმცა ჩვენს გადაწყვეტილებებში ვინარჩუნებთ დამოუკიდებლობას.ამ სტატუსის შეცვლას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩვენ არ ვგეგმავთ”, _ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.