ბათუმში პოლიცია 25 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტს იძიებს. შემთხვევა ზღვის სანაპიროზე მოხდა, სადაც დაზარალებული შეზლონგებს აქირავებდა. ახლობლების განცხადებით, მას ზურგის არეში ორი ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. მათივე მტკიცებით, დაშავებულს თავს 5 ახალგაზრდა დაესხა. მიზეზი მათთვის უცნობია. დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მისი მდგომარეობაში სტაბილურია.