დღეს თბილისის დროით 10.30-ზე ჟენევაში მოლაპარაკეებათა 32-ე რაუნდის დასკვნითი ნაწილი დაიწყება. ეს იქნება ოთხმხრივი შეხვედრა დისკუსიის ფორმატში. უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებთან ერთად ქართული მხარე დეფაქტო რესპუბლიკებთან ვლადიმერ პუტინის მიერ სამეკავშირეო ხელშეკრულების რატიფიცირებაზე ისაუბრებს.