ინდონეზიაში დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ქალაქ მედანთან მომხდარ ავიაკატასტროფას ბოლო მონაცემებით, 141 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში დასახლებულ რაიონში ცამოვარდა. კატასტროფის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.