სუპერთასზე დასასწრები ბილეთები სალაროებში გაიყიდება. უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სიტყვიერი შეთანხმების შედეგად ბილეთების გაყიდვაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ფედერაციამ აიღო. დღეს უეფას ხელმძღავნელობასთან ვიდეო აუდიენციაა დაგეგმილი, სადაც ბილეთების გაყიდვის დეტალებს განიხილავენ. ფედერაცია უეფასთან ასევე უცხოელი გულშემარტკივრებისთვის განკუთვნილ 5000 ბილეთეზეც იმსჯელებს. კომპანია ბილეთები.ჯიმ ტექნიკური ხარვეზის გამო ბილეთების გაყიდვა შეწყვიტა.