დეფოლტის გამო საბერძნეთი პანიკამ მოიცვა. მას შემდეგ, რაც მთავრობამ საბანკო და ფინანსური სექტორის კონტროლი გაამკაცრა, ადგილობრივი ბანკები დროებით დაიხურა, რის გამოც მოსახლეობა საბანკო მომსახურებით ვეღარ სარგებლობს. დროებითი შეზღუდვების მიუხედავად, ადგილობრივ მაღაზიებსა და სავაჭრო დაწესებულებებში გრძელი რიგები დგას. პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობა სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებს იმარაგებს. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ დეფოლტის მიუხედავად, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს.