ათენში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. მოსახლეობის ნაწილი საერთაშორისო კრედიტორთა მოთხოვნებს აპროტესტებს და ლიბერალური ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს, ნაწილი კი ევროზონიდან გამოსვლის დაუშვებლად მიიჩნევს და დონორებთან კომპრომისის მიღწევის იმედი აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მილიარდნახევარი ტრანშის გადაუხდელობის გამო საბერძნეთს არამხოლოდ დეფოლტის, არამედ ევროზონიდან გასვლის საფრთხის წინაშეც დადგა.