ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა UEFA-ს მხრიდან სანქციებს არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან „არჩევანის“ ეთერში განაცხადა.
„რაღაცა თითით შეშინება მაინც იქნება UEFA-ს მხრიდან და შეიძლება, რომ ამ შექმნილმა პრობლემამ [შეფერხება ბილეთების გაყიდვის დროს] ცუდი რაღაცა გამოიღოს იმიტომ, რომ არასდროს UEFA-ს ესეთი ივენთები არ გაუყიდია სალაროში", - განაცხადა სიჭინავამ და აღნიშნა, რომ სანქციების საშიშროების საფუძველი იგრძნობოდა UEFA -ს და ფეხბურთის ფედერაციას შორის მიმოწერაში.