სუპერთასის ფინალური მატჩის ბილეთების გარეშე დარჩენილი ქართველი გულშემატკივრები 19:00 საათზე ფეხბურთის ფედერაციასთან აქციას გეგმავენ.
,,facebook”-ზე უკვე შექმნილია სპეციალური ღონისძიების გვერდი ,,უბილეთოების აქცია”.
,,7-ზე ვიკრიბებით ფეხბურთის ფედერაციასთან! ვითხოვთ რომ ბილეთები გაიყიდოს სალაროებში, რადგან ვერ ხერხდება ონლაინ გაყიდვების უზრუნველყოფა”, -წერენ გულშემატკივრები ,,უბილეთოების აქციის” გვერდზე.
არსებული მონაცემებით, ჯერჯერობით გაყიდულია სუპერთასის ფინალურს მატჩზე დასასწრები 1500 ბილეთი, ხოლო Biletebi.ge-ზე 143 000 მომხმარებელია რიგში.