ფეხბურთის ფედერაცია სამართალდამცველებს დახმარებას სთხოვს. ფედერაციის გენერალური მდივანი რეზი არველაძე სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ჩაერთონ პროცესში და დაადგინონ, ,, biletebi.ge-”ის მუშაობა ტექნიკური ხარვეზია, თუ ვინმე ვებგვერდის მუშაობის პროცესს ხელოვნურად უქმნის პრობლემას.
"ეს ხომ მხოლოდ ფედერაციის და Biletebi.ge-ს პრესტიჟი არ არის. ეს არის მთელი საქართველოს პრესტიჟი, რომ თამაში მაღალ დონეზე ჩატარდეს. მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს თუ არის ამის აუცილებლობა, იქნებ გაარკვიონ, პრობლემა ტექნიკური სახისაა თუ სცდება ამ ყველაფერს," - აცხადებს რეზი არველაძე.
შეგახსენებთ, რომ სუპერთასის ბილეთების ნაწილი უკვე გაყიდულია, ამ ეტაპზე საუბარია 1300 ბილეთზე. თუმცა biletebi.ge 9:00 საათიდან ხარვეზებით მუშაობს.