მანჩესტერ „იუნაიტეტმა“ მადრიდის „რეალს“ სერხიო რამოსში 28,6 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა. ამის შესახებ სპორტული გამოცემა Sky Sports იტყობინება. 29 წლის მცველმა სამეფო კლუბთან კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება ვერ შეძლო. გასულ სეზონზე მან „რეალის“ მაისურით 35 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.