მარია შარაპოვა იუმბლდონის პირველობის მეორე ტურში გავიდა. ბრიტანელი იოანა კონტა მან 6:2, 6:2 დაამარცხა. მემდევნო ტურში რუსი ჩოგბურთელი ჰოგენკამი-ციანის წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 26 750 000 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.