საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იუვალ ფუქსი მიიღო.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-ისრაელის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები, მათ შორის დაგეგმილი ორმხრივი ვიზიტები, ორმხრივი საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის განვითარება და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.