შსს-ს რეფორმის ფარგლებში ე.წ. ოდეერების ინსტიტუტს ბოლო მოეღება და იქნება სამსახური, რომელიც მოემსახურება სახელმწიფოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.
„გინდათ, მას ერქვას „ოდეერი“ და გინდა, უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი. მთელი კონტროლის სისტემა იქნება ნათელი და ღია და ფუნქციები - მკაფიოდ განსაზღვრული. ეს იქნება სამსახური, რომელიც სახელმწიფოს მოემსახურება და არა მმართველ პოლიტიკურ ძალას“, - განაცხადა ხმალაძემ.
იურიდიული კომიტეტი, დღევანდელ სხდომაზე, შსს-ს რეფორმაზე იმსჯელებს. როგორც ცნობილია, შსს რეფორმის ფარგლებში, უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრის შემოღების მომხრეა.