საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 30 მაისის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების არანაირი პრობლემა არ არსებობს.
"ჩვენ ახლა ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად ვემზადებით. პრობლემები არ გვაქვს, რადგან წინა არჩევნებთან შედარებით, მომზადების დონე ძალიან ამაღლდა", - განაცხადა სააკაშვილმა ლოს-ანჟელესში, მილკენის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ გლობალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განმარტებით, არჩევნებში დამარცხებაც დემოკრატიის ნაწილია.
"მე უნივერსალური კონსესუსით ამირჩიეს. ამას საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ ჩავატარეთ ვადამდელი არჩევნები და კვლავ მოვიპოვეთ ხმების უმრავლესობა. გამარჯვებისთვის მთავარია პოპულარული იყო საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში, მაგრამ თუ არჩევნებს წააგებ, ესეც დემოკრატიის ნაწილია", - დასძინა ქვეყნის პირველმა პირმა.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს ლოს-ანჟელესიდან ისევ ვაშინგტონში გეგმავს ჩასვლას, სადაც ის ატლანტიკური საბჭოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.