უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთების შეძენა დღეს 9 საათიდან უკვე შესაძლებელი იქნება. ამის პირობას ბილეთები.ჯის ხელმძღვანელი იძლევა. როგორც ტექნიკური დირექტორი გიორგი ჩხიკვიშვილი ამბობს, საიტი ახალი დაცვის სისტემით გაძლიერდა. გაყიდვის ახალი პინციპით, გულშემატკივარს რიგში დგომა მოუწევს, რის შემდეგაც მას ბილეთების შესაძენად 10 წუთი ექნება. სუპერთასის მოსაპოვებლად ბარსელონა და სევილია ერთმანეთს 11 აგვისტოს დინამო არენაზე დაუპირისპირდება.