შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებაზე ჩრდილოეთ კავკასიაში ვილაეთის შექმნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირებს უფრო მეტი რესურსების მობილიზაციით. ამის შესახებ მან „2030“-ის ეთერში განაცხადა.
„ეს საკითხი განსაკუთრებით დიდი ყურადღების საგანი ხდება ბოლო დღეებში, როცა ეს განცხადება გავრცელდა. ამ ტიპის განცხადებამ გარკვეულ წილად მეტ შეშფოთებას იწვევს საზოგადოებაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად რეგიონში. შსს ამ მიმართულებით უფრო მეტი რესურსების მობილიზაციას ახდენს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთანავე შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ტერორიზმთან დაკავშირებულ გამოწვევებს 2 ძირითადი მამართულებით პასუხობს: სამართალდამცავთა ჩარევით და რადიკალიზაციის რისკების ქვეშ მყოფი მოსახლეობის მეტი ინტეგრაციით.