კიევში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პარტიის მთავარი კომიტეტის წევრებს ხვდება. შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს და მას პარტიის სხვა წევრები და ლიდერებიც ესრებიან. შეხვედრის მასახველ ფოტოს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ბარამიძე "ფეისბუქში" აქვეყნებს და წერს, რომ "ამ წამს კიევში, ვმსჯელობთ საქართველოსა და უკრაინის გამარჯვების (რაც პირდაპირაა ურთიერთკავშირში) მიღწევის თემაზე."
როგორც ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს, დღევანდელ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშილმა განაცხადა-"ჩემი გული ეკუთვნის საქართველოს და მე აუცილებლად დავბრუნდები".
სხვა დეტალები შეხვედრის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.